ყიყინა ბაყაყი


გაზაფხული მოვიდა,
ცა საწვიმრად იხსნება,
სოფლის ბოლოს ჭაობი
ბაყაყებით ივსება.

ერთი მწვანე გომბეშო
გამუდმებით ყიყინებს,
დღისით ყველას აწუხებს
და არც ღამით იძინებს.

ფეხებს იქნევს რვაფეხა, _
გეტყვით ახალ ამბავსო,
წუხელ წერო მოფრინდა,
ყველას გადაგვყლაპავსო!

- მე ვერაფერს მიზამსო!
- ყურს არ უგდებს ბაყაყი,
ქვებზე დახტის ყიყინით
ტრაბახა და ამაყი.

ბრაზი ახრჩობს რვაფეხას :
-თავზე რატომ მახტები?!
მე კი წავალ, მაგრამ შენ
წეროს ლუკმა გახდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი