სასამართლო


ლომი იყო მოსამართლე,
მომჩივანი დათუნია:
იოლია თაფლის ჭამა,
მოპარვა კი რა რთულია!

ორი სკა აქვს დედა ფუტკარს,
ის ყველაზე მშრომელია,
ერთი ქილა თაფლი ვთხოვე,
დამკბინა და მომერია.

განა მარტო ჩემთვის მინდა?!
გუშინ ბელი გამიცივდა,
არ მეგონა ტყის ყვავილებს
თაფლში თუ არ გამიცვლიდა!

ფუტკრების სკა აზუზუნდა:
ჩვენ გრამ თაფლსაც აღარ დავთმობთ!
ნეტავ რომელს გაამართლებს,
მეფე ლომის სასამართლო?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი