ზღარბები


ქარი ქრის და ხეებიდან
წითელ ვაშლებს აგორებს,
სხვა რა უნდა ზღარბუნიას,
ზამთრის სარჩოს აგროვებს.

იქით მსხალი, აქ ატამი,
არც არავის რიდი აქვს,
დაიხმარა მეზობლები,
აკრიფეს და მიდიან.

თავში იცემს ბებო ხელებს:
- რა ვაჭამო პატარებს,
რაც ხილია მსუნაგ ზღარბებს
სახლში თუ გავატანე?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი