გულყვითელა წიწილა
გულყვითელა წიწილამ მთელი ღამე იწივლა, კრუხმა ვერ დაიძინა, მამალმა კი იწყინა: - რატომ წივის წიწილა?- გულმოსულმა იკითხა. -თუ მოშივდა აჭამეთ, თუ შესცივდა- გაათბეთ, ოღონდ გააჩუმეთ და რითაც გინდათ გაართეთ! - წიწილა სულ წიოდა, აჭამეს- არ შიოდა, გაათბეს - არ სციოდა, ვერ მიუხვდნენ ვერაფრით მუცელი რომ სტკიოდა. მოუყვანეს ექიმი, ეცვა თეთრი ხალათი, გასინჯა და დატოვა რეცეპტების ბარათი. იმ ბარათში ექიმის დიაგნოზი ამბობდა: დიდი ჭია ჩაყლაპა მინდორში რომ დარბოდა. ყველამ მშვიდად იძინეთ, წიწილა არ იწივლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი