ჩხართვის ბარტყი


წუხელ თურმე ცვრიან ტოტზე
ჩხართვის ბუდე გადაბრუნდა
და ეძებდა ბარტყი დედას, 
როცა დედა არ დაბრუნდა.

ჩაუარა ხტუნვა-ხტუნვით
აკაციებს, იფნებს, თელებს...
მზევ, პატარა ობოლ ბარტყებს
ბევრი დილა გაუთენე!


შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი