უშენობა


ამ დილით ფანჯარა გავაღე და უშენობა გავანიავე. უბოდიშოდ შემოიჭრა ქალაქის ხმაური, დაურბინა კედლებს, წიგნებს, ფოტო-სურათებს, ჭაღზე ჩამოეკიდა და ხელები ყელში წამიჭირა, თითქოს, უშენობა ვერ მახრჩობდა ისედაც...ჰაერივით გინატრე და ჩავისუნთქე ბოლო შეხვედრის მოგონება, რომ ისევ უშენობა ამომესუნთქა.
ჰორიზონტს მოვავლე თვალი, ვიგრძენი-ხმაური მომწყინდა. არ მინდა უშენობის სიჩუმე რამემ გადაფაროს. ის ჩემი ოთახის მარადიული ბინადარია და შენი მოსვლაც კი ვერ შემიცვლის მას. ვხურავ ფანჯარას... არ შემიშფოთო უშენობის ტკბილი სევდა. აღარ მოხვიდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი