კარიესი


სტომატოლოგს შესჩივლა
პაწაწინა ნიამ:
- ჩემი თეთრი კბილები
შემიჭამა ჭიამ.

შემძვრალიყო ატამში,
ან დაშაქრულ ბალში,
თუნდაც სულ გადაეხრა
ჩემი ეზოს ვაშლი, -

არ გავუბრაზდებოდი,
გეფიცებით დედას,
ჭიასაც ხომ სჭირდება
სათანადო კვება?

მაგრამ ჩემი კბილები
რა ნამუსით დახრა?
აი, როგორ ვანანებ,
თქვენ თვითონაც ნახავთ!

მხრებს იჩეჩავს ექიმი:
- რა მატლი და ჭია?
შენ რაც ჭია გგონია,
კარიესი ჰქვია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი