გიგის და დათას წერილი ცას
პატივცემულო ცაო, მოგმართავთ დიდი თხოვნით: გამოგვიგზავნეთ ბავშვებს მონატრებული თოვლი! ნუ მოიმარჯვებთ საცერს, დაუშვით ფთილა-ფთილა, სამი დღე-ღამე ბარდნოს, ოღონდ, იყავით ფრთხილად, - არ შეერიოს წვიმა, ცაო, თოვლ-ჭყაპით, აბა, რას ვიგუნდავებთ, ან რა თოვლის ბაბუებს დავდგამთ?! წერილს ხელს ვაწერთ ქვემოთ ძმები, - გიგი და დათა, რომ შეგაწუხეთ თხოვნით, დედიკოსთან ნუ გაგვთქვამთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი