სპილოს დიეტა
სპილო ძლიერ გასუქდა, გახდა ათი ტონა. აწუხებდა ძალიან თავის ჭარბი წონა. დიეტოლოგ ჟირაფთან გადაწყვიტა წასვლა, - დავიცავო დიეტას ბეჰემოთის მსგავსად. გაიკვირვა ჟირაფმა, გაუხარდა ძლიერ, - თუკი ღორმუცელობას და სიხარბეს სძლიე, თუკი არ დაარღვიე დიეტური კვება, ჭარბი კილოგრამები მალე მოგაკლდება! - ყველაფრისთვის მზადა ვარ! ბურტყუნებდა სპილო, - რამდენ ხანში დავიკლებ სამი ათას კილოს? - თუკი არ დაიზარებ და ვარჯიშსაც შეძლებ, ზედმეტ წონას მოიკლებ თერთმეტი თვის შემდეგ! ზანზარებდა მთელი ტყე, ყველა შიშით კრთოდა, დილაობით, როდესაც სპილო ვარჯიშობდა. ტყეს რომ შემოურბენდა ძუნძულ-ძუნძულ სამ წრეს, მერე მოკრძალებულად მიირთმევდა საჭმელს. ამასწინათ სპილოზე ხმა გაეგდოთ ტურებს: - ისე გახდა, ძლივს ზიდავს ხორთუმსა და ყურებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი