მარტორქა


გაგონილა, მარტორქავ,
ჭამა მუდამ მარტოკა?!

სხვებსაც გაუნაწილე!
ვერა ხედავ? მელია
გაძვალტყავებულია,
სარჩო შემოლევია.

დამიჯერე, მარტორქავ,
არ იქნება ურიგო,
შენი საჭმელ-სასმელი
სხვებსაც რომ დაურიგო.

არ მოიშლი ძუნწობას?
რას იტყვიან ბავშვები?
სუქი-სუქი, მსუქანავ,
უმეგობროდ დარჩები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი