ობობა
ობობა ვარ, რვაფეხა და რვათვალა, თუ არ გჯერათ, დამაკვირდით, დათვალეთ! კარგად ვხედავ, ჩემს რვავე თვალს - სიკეთე, სათვალესაც არასოდეს ვიკეთებ. მქსოველი ვარ, არ მჭირდება ჩხირები, ფეხებშიაც არვის არ ვეჩხირები. არ გეგონოთ ვტრაბახობდე, მარდი ვარ, ცოცვაც ვიცი, სიმაღლეზეც ავდივარ. სათამაშოდ არასოდეს მცალია, აბლაბუდის ქსოვა მიყვარს ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი