ტურა სანი


გაიცანით ტურა სანი,
ბიზნესი აქვს კრუასანის.

არ სცილდება თავის საცხობს,
ხან ცომს ზელს და ხანაც აცხობს.

იფ, იფ, იფ, იფ, რა სურნელია!
უამრავი მსურველია.

მეძვირეა მეტად სანი,
ცხრა ლარი ღირს ერთი ცალი.

კრუასანს კი, ბარაქიანს,
სამი ლარის კარაქი აქვს.

ფქვილი და შაქარი და წყალი,
დიდი-დიდი, ერთი ლარის.

დარდი არ აქვს ტურა სანს,
ხუთ ლარს უგებს კრუასანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი