შემოდგომა
რა ჯობია შემოდგომას, საწნახელზე შემოდგომას?! ჩურჩხელებით სავსე ძელებს, ციცქნა გულებს რომ გვიძგერებს. ჩირებს, კოხტად ამძივებულს, თოკს, ჩამიჩით დამძიმებულს. სავსე ბეღლებს და ნალიებს, ქვევრებს, ღვინო რომ დალიეს. ზვინებს, ცამდე აკიდებულს, აკიდოებს - დაკიდებულს. ფოთლებს, ჭრელად მოფარფატეს, არემარე რომ დახატეს. რა ჯობია ხვავიან და ბარაქიან შემოდგომას?! რთველში “მრავალჟამიერს” და საწნახელზე შემოდგომას?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი