მაღალი წნევა


- ბუ უჩივის მაღალ წნევას
და ექიმთან ჩაეწერა.

ექიმი კი გახლავთ ჭოტი, -
ტოროლების ნათლია.
- მერე?
- ჭოტმა ბუს ლოდინში
მთელი ღამე ათია.

- შტერი, ღამის ოთხ საათზე
ვინ მიფრინავს ექიმთან?!
- მერე, მერე?
- რაღა მერე,
ახლა წნევა ექიმს აქვს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი