უჩა
უჩა მიდის ქუჩაში, უჩა დიდი ბიჭია, უჩასხელა ბიჭებმა უკვე კარგად იციან, რომ უსაფრთხოდ მგზავრობას წესები აქვს თავისი, უამრავი ნიშანი მოიგონეს ამისთვის. ყველა გადასასვლელთან, როგორც დედამ ურჩია, უჩა დინჯად ჩერდება, უჩა განა ურჩია? ელოდება გულდასმით, - ამწვანდება კაცუნა, უჩა მაშინ გადაჭრის ქუჩას, როგორ? - კაცურად! აი, ასე დიდია უჩა, ასე ჭკვიანი, ქუჩა უფრო დიდია და მრავალნიშნიანი. აქ წყვეტილი ხაზია, იქ ირიბი ნიშანი, ამ ნიშნების შესწავლა მართებს, მძღოლი ვინც არი. უჩა განა მძღოლია? უჩა მხოლოდ მგზავრია, ფეხითმოსიარულე და ჭკვიანი ძალიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი