ხაჭაპური


აი ცომი,
ყველის გუნდა.
ხაჭაპური
ყველას უნდა!

გარჯა ვის არ
ეზარება?
გააბრტყელოს
ცომი ხელად!

- შიგ რას ჩავდებთ?
- ბლომად ყველსა!
ცომს გადავკეც-
გადმოვკეცავთ!

- მერე?
- ღუმელს
გავახურებთ,
გამოვაცხობთ
ხაჭაპურებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი