წითელი პარასკევი
სიმართლისათვის აწამეს ამ დღეს, ჩვენთვის ეცვა და ჩვენთვის ტიროდა კაცობრიობას ეს ცოდვა ადევს მაშინ ვით მოკვდავს ისე სტკიოდა... სტკიოდა ყველა შოლტის დაცემა სტკიოდა ისიც თუ როგორ გასცეს სტკიოდა მაგრამ ძალას აძლევდა მამა რომ ერთი კვნესაც არ დასცდეს. დღეს მარიამმა დაკარგა შვილი ჩვენთვის ევნო და ჩვენთვის ეწამა გახსოვთ? ის არის პატარა ჩვილი პირველად მწყემსმა ნახა, იწამა... დღეს უმძიმესი დღე გვიდგას უფალიც კი არ დავინდეთ ჯერ ჯვარს გაცვით და მერე კელაპტარები დაგინთეთ. დიდება შენს მადლს უფალო ხორცი დაგკუწეთ დაგფლითეთ დიდება შენდა უფალო შენ ამის მერეც დაგვინდე... მამას ავედრე მოკვდავნი თქვი რომ ვერ ვხვდებით ჩადენილს ჩვენ სათითაოდ მოვიმკით შენს სისხლს სხეულზე დადენილს. დიდება შენდა იესო სუფთა წყალიც არ გაღირსეს წყურვილის მოსაკლავად კი ფიალა ძმარით გაგივსეს ორ ავაზაკთან გაგაკრეს "დანაშაულის ჩამდენი" ჩვენ რაღა უნდა მოგვმადლო ცოდვა გვამძიმებს ამდენი. გაშავდა ზეცა სრულიათ ტაძარში ფარდაც ხიესო ჩვენც მოგვიხსენე რომ მოხვდე სასუფეველში იესო. აღსრულდა შენი ნათქვამი "უნდა მოვკვდე რომ ავღსდგეო" მესამე დღეს აკლდამაში უფალი ვეღარ ვნახეო... მკვდრეთით აღსდექი მას შემდეგ ყველა სულიერს პატრონობ დიდება შენდა უფალო შენ ჩემი სულის ბატონო. ისე ვახარებთ ერთმანეთს ქრისტე აღსდგაო ამაყად თითქოს ჩვენ თვითონ არ გავნეთ და არ შეგწირეთ ზვარაკად. დიდება შენსა აღდგომას შენ ჩემო ტკბილო უფალო ჩვენ თვითონ ჩვენი ცოდვები საკუთარ თავებს ვუთვალოთ. გაბრწყინებილა აღდგომა "ცა და ქვეყანის დვრიტადო" მთელი ქვეყანა პასუხად გასძახის ჭეშმარიტადო. ლექსი საკუთარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი