ხოტორა
ზაფხულია ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს; და დედიკომ ჩვენი გელა წაუყვანა დალაქს. მაკრატელი აღუღუნდა: კრიჭი, კრიჭი, კრიჭი და ხოტორა დაგვიბრუნდა თმაქოჩორა ბიჭი. დასცინიან რეზო, გია, ამშვიდებენ დები: - შემოდგომით ამოგივა უკეთესი თმები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი