სატრფიალო, 21-ე საუკუნე
როცა გახსენ კიდევ ერთი ჩანართი, ჩამომტვირთე ვით გუგლ პლეის დანართი, ყველამ რომ სთქვა ჩემზე - კარგი კაცია, შენც ისურვე ჩემი ინსტალაცია... ისე მიმზერ, ვით ვინდოუს შვიდია, და გაჭედე, მე მეგონე მშვიდია, ნუთუ შენში, თავსებადი არა ვარ ? შემომხედე, მე ხომ ეფლისთანა ვარ ? ჯერ ადექი, ბოლო ზოლში ჩამწიე, მერე ასე, ეჯექთისთვის გამწირე, ფიქრობ შენთვის, ვირუსი და რისკი ვარ, გსურს წამშალო შენი მყარი დისკიდან... მე არ ვიცი, რატომ მიწერ დისლაიკს ? შემომხედე, ხუთ ვარსკვლავზე ავდივარ, შენ კი ლაით ვერსიების წერაში, ბატარეა დაგიჯდება ნამდვილად!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ორიგინალურია, ცივ ტექნოლოგიებშიც იმალება რომანტიკა... ❤
#ლაშა✌️❤️