ბორგვა სასთუმალთან


დედა ამ საღამოს მე ვიქცევი ქარად,
შენთან ვიქნები, დაგიცავ მარად,
არ მწამს გულის არც-ერთი ძახილის,
მაგრამ ამიცრუა იმედი მამამ, 

ვწერ მე სიტყვებს, 
ვარ მოგონება, ვიცი გატკენ,
გაგტეხ, რომ წავალ,
აქ მე დავმარხე ჩემი ძმობილი,
აქ მიღალატა ჩემივე მამამ,

მეძახის სამშობლო და ვგრძნობ ვჭირდები
რისი კაცი ვარ თუ გავრინდდები?! 
თუ ჩავიკეტე, ხმა არ გავიღე,
სამოთხის კართან 
რად მივფრინდები?!

ისე ვიცხოვრე, ისე ვიარე
არ მაქვს გრძნობა, 
არც ტკივილი, ბორგვა, 
ასეა წესი, ასე მასწავლა,
ჩემმა კაცობამ და ჩემმა მოდგმამ

მე თავს არ ვიცნობ,
ვიცი რაც მინდა,ვიცი რა ვარ და
მე საით წავალ,
არ მსურს სიკეთე, არც მომავალი,
თუ შემიწირა სინდისის ჭამამ
როგორ არ ვიდგე იქ სადაც ვდგავარ,
რისთვის ვიცხოვრო თუ სული არ მაქვს?!
რა ვარ მაშინ თუ კაცი არ ვარ?!
ისევ გამტეხა ჩემივე მამამ.

მე ვნახე სისხლიც და ვნახე ტკბილიც,
მესმოდა ღრჭენა, თრთოლვა და სტვირიც,
სადღაც ჩემში პატარა მე ტირის,
არ იცის რა ელის, ხვალ რას გაივლის,

მე ვარ მებრძოლი, ვარ მეამბოხე
თან ვარ არავინ, არარაობა,
ცეცხლმა გამაწრთო, გვემამ გამთალა
ამიტომ ვიცი ჩემი მზაობა,

სულ რომ დაგკარგო
აღარ მიკადრო,
მე ასეთი ვარ 
ასე მიქნა დრომ,
ჩემს თავს ვუსმინე
და გავიცანი,
ამის მეტი მე
რაღა ვინატრო?!

ხოდა მშობელო ჩემო იმედო,
ვწუხდი არასდროს მყოლიხარ შენ,
ამას ვწერდი მე, გულზე ვტვიფრავდი
მდიოდა სისხლი, ცოტა გულიც მჩხვლეტს,
ცოტა დრო გავა და მაპატიებ მაგრამ
იცოდე რომ მომკლავდა ეს,
როცა ვგრძნობდი რომ ჩემს არ ყოფნაზე
ჩემი მოძმის და მშობლის სული დევს,

მე ვატკინე დედასაც, ბავშვსაც
ასე ვიარე მთელი ცხოვრება,
ახლა ეს მინდა, ასე დავიცვა,
რასაც ვჩეხდი მე მთელი ცხოვრება,
ჩემი ვალია რაც სისხლი ვღვარე,
ახლა აღარ მსურს განმეორება,
მინდა დავიცვა რასაც ვაბიჯე
ჩემი გავლილი, მთელი ცხოვრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი