უშენო სიზმრები დამშრალ ჭას წააგავს


თვალი მზეს გიგავს 
მკლავს ეს მშვენება 
თითქოს ვარდს ვკოცნი 
არც მეჩვენება 
ვხედავ ვარსკვლავებს 
დიდს მოელვარეს 
და ვერ ვივიწყებ 
ჩვენს თბილ შეხებას

მიწაში ჩამდებდა
უშენოდ დარდი
ახსნა მისას
არ ექნება კარგი
ოდეს ჩემს გულს
შენ უკარი თარგი
ოდეს ცასაც სწვდი 
და სადღაც გაქრი

მინდა დავწერო 
მინდა გაჩვენო
ეს გზა იქნება
სულ უსაშველო
გული ერთს ამბობს,
გონი მეორეს
ვიცი ძალმიძს და 
უნდა ვაშველო

მე ცას გავყურებ და 
იქით ტყესაც
მზე რომ ამოდის 
თან ათბობს დღესაც
ბულბულს ლოცვანი
ენას რომ სცდება
იქვე ახარებს
ფესვმომხმარ ხესაც

ამ სამყაროში 
ერთი რამ მინდა
ნუთუ ეს წლები 
ასე გავიდა
მე შენ სულ გხედავ
ჩემს ბადურაზე
მაგრამ უშენოდ 
მეტი არ მინდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი