მზე თუ არ გათბობს


მზე თუ არ გათბობს,
მთვარე არ გყინავს
მაშინ შენ რა ხარ?!
რას გადარეო?!
სხეულში ტაძარს 
ნუღარ შევლახავ,
ეს გზა ტკივილით გავიარეო

ჩემო მთვარეო
თუ არ დამიცავ
მაშინ შენ რა ხარ?!
რად ხარ მწარეო,
ჰგავხარ სიყვარულს
ბნელშიც ანათებ
მაგრამ თუ ღელავ
მარად მავნეო,

რაღას დავარქვა უდაბურება
რაღა დავთესო თუ არ მოვიმკი,
იმედიც დაწვეს უმადურებმა
გვემა ძღვენია ისევ მორიგი,

ტარიგი სული ტარიგ ხორცშია
თეთრ ღამეშია შენი გოდება,
მჯერა ნიავის, მკვლელი ნიავის
რომელიც არვის მოაგონდება,

რარიგ ვიომე, რარიგ დავეცი
როგორც ჯალათის ხელი ქებული,
ვქმენი ავიც და კარგსაც ვემდური,
ვიგრძენ ტკივილი არ-გაგებული,

მე თუ დავეცი ასეა ბედი
ასეა ჭირი, ეს იყო გეგმა,
ცხოვრებაც იყო ტკბილი ხეხილი,
კარაბადინი მასწავლეს გზებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი