ჩემი კარაბადინი


დაე დამტოვე, 
და მიმატოვე, 
ვხედავ ჩემს საფლავს მე
იქ მუდამ ვკვდები,
ეკლის გვირგვინი მაბჯინეს თავზე
სისხლი წამვარდა, დამთავრდა გზები,
ალალ სულსა სურს, გული დაატკბოს
გონი სულ ღელავს იცის რომ ვშრები,
ცოდვა ვნახე და ცოდვაც მიქნია
ასე გავატარე მე რამემ წლები,

ნაამბობს ჭირიდან გადმოცემს ქნარი
იქნებ და, მაშოროს ზურგიდან ტყვია
ვხედავ ეგოს მე, საბრალოს და მკვდარს
გული ისევ ცემს, სული აგდია,
ბოღმაც დავთესე, შიშს არ ვიკვეხნი
ეს ხომ სოდომის ფესტივალია,
მინდა ვასწავლო, მინდა გადმოვცე
რადგან ვგრძნობ დღეები 
გადათვლილი მაქვს,
განა მინდოდა ასე მეცხოვრა 
ახლა ვიცი მე ღმერთის ვალი მაქვს

უუნარო ვარ როგორც ხელმწიფე
არაფერი მსურს გარდა ტახტისა,
განდიდება მძაგს, მინდა გონება
მინდა ვჭვრეტდე მე, სიზმართა ძილსა
ოცდაათ ვერცხლად სული გავყიდე,
და ამოვავსე ღალატის ქისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი