ამ აპათიას
მე მარტოსულმა,მეძავს ვუმღერე, მისთვის ვაყვირე ეს ნაზი ქნარი, და მე ნაომარს, არარაობას, სულზე მედება ულევი ბზარი, ვილეწე ძვლები, ვნახე რაც ვნახე, სისხლი მინათებს ფოსფორისფერი, კბილების ღრჭენით, ღამენათევმა, ცრემლით მოვსვარე საგიჟის ჭერი, გაშალე ფრთები, მეც დამავიწყე, თავს რად ვაქცევ და შენ რა გიქენი, მე ვერ გამათბობს ქალის ალერსი და ვერც ეშმაკის მხურვალე ხელი, ამ აპათიას სახლი დავარქვი, მან მეს სიკდვილი არ აპატია, როცა ვეცემი ახლოს წყაროსთან თავში გვემა და ლაპარაკია, დაე დავლევ და იქნებ დავიხრჩო ჰაერს ვერ ვირგებ, აღარ მასუნთქებს, თითქოს მეფე ვარ, ტკივილი მშია, და ჭიქის ფსკერზე ვეძებ პასუხებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი