მივეგებოთ თოვლის პაპას!


ზამთარია. არსად არ ჩანს
საყვარელი თოვლის პაპა.
იქნებ გზაში დაიკარგა,
იქნებ ზვავმა გადაყლაპა.

იქნებ დიდი ნაძვი მოაქვს,
იქნებ იმ ნაძვს ასი შტო აქვს,
აღარ ყოფნის იქნებ ძალა,
დაიქანცა, დაიღალა.

წავიდეთ და შევხვდეთ გზაში
და მოვძებნოთ ტყეში, მთაში,
ჩირაღდნებით, შუშხუნებით
გავაჩაღოთ ტყე და მთები.

მივეშველოთ, ჩამოვართვათ
ნაძვის ხე და საჩუქრები.
ჟრიამულით დავბრუნდებით,
შემოვაღებთ ერთად კარებს,

ხელად მოვრთავთ ნაძვის რტოებს,
ვიმღერებთ და გავიხარებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი