რეზიკო
ამასწინათ რეზიკო შესჩიოდა ძმაბიჭებს: „ფეხსაცმელს რომ ჩავიცვამ, ვეღარ ვადგამ ნაბიჯებს, მებორკება ფეხები, ტკივილები მაგიჟებს, თუ დედიკო ჩამაცმევს, არც მტკივა და არც მიჭერს“. დააცქერდნენ ფეხებზე და აუტყდათ ხარხარი, თურმე ეცვა უკუღმა ფეხსაცმელი ახალი. მერე გიგამ ასწავლა და კიდევაც აჩვენა, რომელია მარცხენა, - და რომელი - მარჯვენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი