ჩვენ და პრობლემა
15წლის გოგოს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს წავიდეს და თავი მოიკლასო იტყვიან... ვერ აღიქვამენ ჩვენზე დიდები ჩვენს პრობლემებს სერიოზულად,არადა ჩვენი ასაკი თვითონაც გამოიარეს. მე ის გავხდი ვისთან მეგობრობასაც დედაჩემი ერთი წლის წინ მიკრძალავდა. სუიციდის დიდი იყო სურვილი მაგრამ ნებისყოფა არა და არ მყოფნიდა... რატომ გავხდი ცივი,უგულო და უხეში? მე ხომ ბავშვური უდარდელი და უემოციო უნდა ვყოფილიყავი.... იტყვიან რა პრობლემა აქვს რომ გაიქცა და ყველა მიატოვაო. რა ჩაიდინა ან რაცოდვა ჰქონდა რომ ვერ მოაგვარაო, იტყვიან და თავჩაქინდრულები ჩაფიქრდებიან. თქვენი ბრალია,თქვენს გამო გავიქეცი,თქვენ მაიძულეთ გავქცეულიყავი. მაშინ როდესაც დახმარებას ვითხოვდი და ხელი გამოწვდილი მქონდა,ყველამ ერთად ხელი მკარით და კლდიდან გადამჩეხეთ. რატომ გიკვირთ?! -საბრალო დედამისი დაიტანჯება მთელი ცხოვრება,ამ უვარგისი ბავშვის გამო რომელიც ეგოისტურად მოიქცა და დედამისი მიწასთან გაასწორა... -ზუსტად ამიტომ,აი ამიტომ რომ უვარგისი,ფერგადასული ადამიანი ვარ,ამიტომ მკარით ხელი... რომელმა სცადეთ ჩემი გამოსწორება? ..... პასუხი არ არის. ვაი იმ დედას ვისაც შვილი სუიციდით მოუკვდა,და ვაი იმ დედასაც ვინც სიცოცხლეშიც ვერ მოასწრო შვილის გაცნობა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
15წლის "მე გამახსენა"............ სურვილი დიდი იყოს და ტკივილები უფრო დიდი........რამაც უარი მათქმევინა "დიდ სურვილზე" იყო ის, რომ შენც სისუსტეს რომელსაც მხოლოდ შენ აღიქვამ, შენი ბოლო ქმედებით ეუბნები იმათ ვისგანაც გარბიხარ..... მე ასეთ დასკვნამდე მივედი:"არც ცხოვრება მქონდა და ასეთ სიკვდილსაც მე ვაწერ ხელს მეთქი"...ლაჩრულად ვერ მოკვდები!
სანამ ცოცხლობ სიკვდილზე ფიქრის დრო არ არის...მეც ახლა მივხვდი...(ეს ფიქრები მარტოობაში ყალიბდება და დროთა განმავლობაში გადის)💞