ჩემი მხიარული რითმებიდან (თემა - რუსთველი სცენაზე)
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან *** “ემოსაო” შოთამ ბრძანა, ამას რამე აცვია?! ნეტა სად გაიკეთა ბიკინ-ეპილაცია?! *** თინათინს გადმოუვარდა სცენაზე ძუძუსთავები! ძმაკაცი მეუბნებოდა:- ძუძუსთავებზე - დავები! *** ამ დადგმაში ყოფილან მთლად ფილოსოფოსები. დაამხეცეს სცენაზე ზეზეულა პოზები! *** ესეც - იყოს ერთი - მაღალი შაირით რობერტს - შოთა - ნაყვარება, -არ აძინებს ტრფობა მისი! სიყვარულში გალევია ოცწლიანი სამზადისი, მსახიობებს უცქერს ისე, თითქოს გვყავდეს არამისი. დასი არა, დასარჭობი ახლა უნდა რამ -სადგისი. ერთიც - დაბალი შაირით და გავდივართ! ესე ამბავი სპარსული ჩინს ერთს დიდ ქვაზედ სწერია: “რას ამბობს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!” ნეტა რად სწადის რიბიკოს, თუ სადმე დასაწერია? წიგნს ვერაფერი გაუგო, თვლის, რუსთაველი - მწერია! რეზიუმე ყველა დიდი რეჟისორი მან ჯიბეში ჩაისვა, რა, დადგა ვეფხისტყაოსანი და ბოლომდე ჩაისვარა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი