მე შენი ცოლი მიყვარს (იუმორისტული სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი მე შენი ცოლი მიყვარს (სონეტი) ასფალტზე ცარცით ეწერა: ,, მე შენი ცოლი მიყვარს”, ვის - ბედი გადაეცერა, ვინ - თავი გაიბრიყვა. “მე შენი ცოლი მიყვარსო”?! - აღარ ეძინათ კაცებს. თქვეს ფიქრში: - განაბრიყვარსო ჩემს ცოლს ვიღაცა მტაცებს. შფოთავდა მთელი უბანი, არც ქალებს ჰქონდათ ძილი: - სხვა - მყვარობს! ქმარი?! - უბანი - დამიდის, გაბღენძილი… სხვისთვის ვარ - ვარდი, ნარცი… …წვიმამ წაშალა ცარცი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი