თავისუფლება ძუძუებს!
#ლექსები ნინო დარბაისელი თავისუფლება ძუძუებს! (იუმორესკა) ესღა დამირჩა სალექსი, ამით დაკავდა გონია: მრავალს - თავისი კომპლექსი - - თავისუფლება ჰგონია. თუკი გამოჩნდა დამცველი რამე წესის და ადათის, სიტყვა თქვა წრფელი და მწველი, - ზედ დააცხრება ათ-ათი, ტროლ- ბოტიც მოვა - ასხუთი, უცებ კუდს ამოუძუებს. “ძირს ყველა ზღუდე, აზღუდი! თავისუფლება - ძუძუებს!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი