საქვრივო
ნინო დარბაისელი ეს ოთხი წლის წინ დამიწერია და ეტყობა აღარ დამომიქვეყნებია, გაზიარება არა აქვს. წავიკითხე და გამეცინა, სულ ჭკვიანი კი არა ვარ! ისე კი თითო კაცის ყოლის უფლებას ყველას გაძლევთ! ახლა ამ ლექსზე ჩემი უფროსი მეგობარი დოდო ჯორბენაძე გამახსენდა. იმან იცოდა ხოლმე ხუმრობით თქმა. კაცი ქმრად თუნდაც იმიტოა საჭირო, პანაშვიდზე ყვავილებით რომ მიხვალ, ხელკავი გაგიყაროს, კიბეზე რომ არ დაეცეო. ნინო დარბაისელი საქვრივო (ციკლიდან - ეტიუდები, იუმორისტული) ქვრივების სია ჩამომიწერია, ეს - ჩემი ძველი რვეულია. ვისაც ქვრივობა უწერია, უკაცოდ გადარეულია. ქვრივებო, თითო კაცი გაიჩინეთ, ცუდია ვნებათა შეკავება. რამდენიც გინდათ, გაიცინეთ, მე - ფიქრით რული აღარ მეკარება! კაცი საიდან-ღა მოიყვანოთ? მიიხედ-მოიხედეთ, გაინძერით! სხვებმა, როგორც გინდა, იყაყანონ, ჭორებიც დაგიყარონ, წესით ძველით! თორემ ეს ცხოვრებაც გაილია, ვნებას დაუხარჯავს - ცოდვა მოაქვს. თავს თავად მიხედეთ, იოლია! ხედავთ, ირგვლივ რა მკაცრი მიდამოა?! ქვრივებო, ნურავის გადაჰყვებით, არავინაა დამნახავი, შავებში ნუღარავის ენახვებით, სიმარტოვეში ნუღარ ხავით. რაც იყო, წავიდა, წარსულია, ახლა სიცოცხლეა - თქვენი ვალი! ვის უნდა, საბოლოოდ, ძე თუ ასულია, ეგ თქვენი გამოხედვა შეუვალი? დრო გავა, არავის დასჭირდებით, თავის გზას მონახავს მალე ყველა, გასაცოდავდები მარტო გდებით, თუ გვერდით შენ - შენი არ გეყოლა! ქვრივებო, მარტო ნუ დარჩებით, მარტოქალს სჯობია ყველაფერი, ქვრივებო, დაიხსომეთ რჩევა ჩემი და კაცი მოიძიეთ შესაფერი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი