ქრაშ-კლიშე-სონეტი
ნინო დარბაისელი ქრაშ-კლიშე-სონეტი ავიწყლიანე ეს თვალები - გზისკენ ცქერაში, ნეტავი რატომ ვეწვალები, სადაა ქრაში! ვინმეს ჰგონია, ისევ ველი ჩვეული ვნებით; მოვა და დამცემს დამდაგველი, ერთად ვევნებით? რიგით? ვიქნები ასმეხუთე, სწორი თუ მრუდი? ვეტყვი “უბრალოდ, ჩამეხუტე, და თქვი ”დავბრუნდი!” აქეთ ტყუილად გამორბოდი? უბრალოდ, მოდი!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი