ყადრის სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ყადრის სონეტი
(იუმორისტული)

მეც კი მეძახდნენ -  “მოდიო, ჩემო პატარა!”
განა ყოველთვის მართლა ამხნისა ვიყავი! მეხსიერებამ ბავშვობა შემომატარა, 
 არ მომკლებია მეც ჩემი წილი ჭილ-ყვავი.

სამეზობლოში ორ ქალს მუდმივად ვურევდი,
ერთმანეთს ჰგავდნენ  მართლა ყველაფრით,   ვხედავდი,
სულ შავი  ეცვათ,  მსგავსებს  მთლად ეზო-ყურემდი,
 მარბენინებდნენ მეოთხე მეოთხედამდი

ორივე   - პურზე,  კარაქზე,  შაქარ-ყავაზე, 
არდადეგებზე -  ჩვენებს - სოფელში მივყავდი.  
 “ტყუპებს მაგონებთ” - შევკადრე თუ შევთავაზე…
(რა მოკლე გზაა,  მართლაც,  ბრძენიდან - ბრიყვამდი!)

 ორივემ, ჩუმად: -   შენ სილამაზის ყადრიო, 
 არა გცოდნია! იმ მახინჯს როგორ მადრიო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი