სტილი დაცულია
ნინო დარბაისელი სტილი დაცულია - - - ქმარი- მოძალადე, ცოლი - მომსახურე, მოყვანამდე - ყველა წმინდა ქალწულია; ქორწილით მთავრდება ქალის დედოფლობა, სტილი დაცულია, სტილი დაცულია. გადის ქმარი გარეთ გაკრიალებული, ცოლი - მოუვლელი და დაბანძულია. აი, ასეთია ლამის საქართველო, სტილი დაცულია, სტილი დაცულია! ქმარი - მხარ-თეძოზე, ცოლი - ფეხისწვერზე, მოაქვს, თუ სად შემწვარ და მოხრაკულია, ქმარი მის მოზიდულს ეზიდება გარეთ, სტილი დაცულია, სტილი დაცულია! ქმარი - მაჩო დიდი, ცოლი - მორჩილია, ქმართა იარაღი დანა და ცულია, მთავარია, წკრუმი არ გავიდეს გარეთ! სტილი დაცულია, სტილი დაცულია! დაიცადე, ქალო, დაბერდები მალე, შეერთვები იმათ, ვინც დაქანცულია; სილამაზე ვისიც მთლად გაძარცულია; დაგიდგება მხარში ძეა თუ წულია. თურმე, ქართველები - აღმერთებენ დედას. სტილი დაცულია, სტილი დაცულია! 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი