მიხოი ატამი
ანეკდოტი - ხალხურ ზეპირსიტყვიერებას მიეკუთვნება. მისი გალიტერატურულება, ანუ წერილ სიტყვად ქცევა , ისე რომ ,, მარილი” არ დაუკარგო, ადვილი საქმე სულაც არაა. ფეისბუქზე დროდადრო ვდებდი ქართულ ანეკდოტებს და მეგობრისთვის, რომელიც ერთ ჟურნალში მუშაობს უფლება მქონდა მიცემული, ამოეკრიბა და გამოექვეყნებინა, ცხადია, ჩემი სახელის მიუთითებლად. ახლა აღმოვაჩინე, რომ ამასობაში ცოტა როდი მოგროვებულა. რაც შემხვდება, გადმოვიტან, ცოტა აქაურებიც რომ გაგახალისოთ #ანეკდოტები იცით, რა ანეკდოტი გამახსენდა?! მიხოი ატამზე სოფლი ბალღები რო არიან აპარულები. მიხომ რო ზედ მიუსწრო და დაბლა სუ კინწიკვრით ჩამაიყარა, თქვენი ეგრე და ეგრეო… სოფლი ბალღებ ორი ბიჭი გამაეყო: - ძია მიხავ, ჩვენზე მაგაი როგო ამბობ, ჩვენა ხო შენი ალალი დისწულები ვაართო. - აი, ჩემ ატამზე რო კარგა მიბობღავდით, მაშინა ჩემი დისწულები ჯერ კიდე არ იყავით, არა? ეხლა კიდენა, მეტი საქმე აღარა მააქ, სტროიში ჩაგაყენებთ და სათითაოდ დაგიყვებით: შენი - ეგრე და ეგრე, შენი - არა, შენი - ეგრე და ეგრე, შენი - არაო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი