შექსპირული სონეტი ვირისათვის


#ლექსები

ნინო დარბაისელი

შექსპირული სონეტი ვირისათვის
(იუმორესკა  დური შეხუმრებით მ. ღანიშაშვილს)

ყველა წერს საბაღნაროში!
და მაინც,  ვინმე ვირმა
შენ გიძღვნა  ამონაროში, 
 კლდისპირას ანაყვირმა!

მიზეზი?! - შურის მორევა
მოერეკება მანდეთ,
თავი სულ ჩაიმორევა,   
 ყვირის: - მეც განსჯა მანდეთ!

ჩოჩორი ვარო,  ჰგონია,
 ჯერ არა მაქვსო რქები,
არც არავინ გააგონია -
 “რა ფინთად იბრიქები!”

 ან რაა  აქ გასაკვირი?
დგას და ყროყინებს ვირი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი