ჩემი სი(რ)ლოგიზმები
ნინო დარბაისელი სი(რ)ლოგიზმები - - - - - ხანძარს აქვს ასეთი თვისება - სანამ არ გაჩნდება, ვერ ჩააქრობ. ქარიშხალს აქვს ასეთი თვისება- - თუ არ უბერავს, არ არსებობს. წყალდიდობას აქვს ასეთი თვისება - თუ არავინ იხრჩობა, ვერ ამოიყვან. მიწისძვრას აქვს ასეთი თვისება - თუ არაფერი დაინგრა, , ნანგრევებიდან ვერავის გამოიყვან. ავადმყოფობას აქვს ასეთი თვისება - თუ არავის სტკივა, ტკივილს ვერ მოურჩენ. სიცოცხლეს აქვს ასეთი თვისება - თუ მკვდარი არ არის, ვერ დაასაფლავებ. და საერთოდ, სულელს აქვს ასეთი თვისება - თუ ხმა არ ამოიღო, ჭკვიანი გეგონება. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი