ხელოვნური ინტელექტი


#ჩემი _მხიარული_რითმებიდან

მოგენატრებოდათ ეს რუბრიკა, რახანია, აღარაფერი დამიდია

 ნდს

ხელოვნური ინტელექტი


არიელი, მარიელი, მოცარტი და სალიერი,
ხელოვნურმა ინტელექტმა გადარია ტარიელი, 
ეს რა არის?- ივერია?  მკვდარი მიწა, მკვდარი ერი! 
ერთად ფეხქვეშ დამდებია ვარსკვლავ- ცის დასალიერი, 
ჩემისთანა სხვა ვინაა? - შეიცვალა სულ იერი. 
 თქვა, კოჭამდე ვერ მომწვდება ქვეყნად  ვერა  სულიერი, 
ერთიანად გააუქმა მცოდნეებთან ბარიერი, 
ბრძენთა- ბრძენად -  თავს მიიჩნევს
დღემდე  ჭკუაცარიელი.

უქრის, უქრის   ყველა მხრიდან მას  - ქარები - ქარიელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი