ქალია, ადამიანი?!
ნინო დარბაისელი ქალია, ადამიანი?! ძვირფასო ანგელოზებო! ძვირფასო ანგელოზებო, თავზე დამბზუით ხალისით, როგორც რომ რთველში - ბუზი. ძვირფასო ანგელოზებო, მე თქვენნაირი როდი ვარ, თქვენ რომ დაფრინავთ, მე მაშინ რამე ხელსაქმეს ვუზი. ვარ ერთი ადამიანი, ადამიანებს უფლება, ნება და პრივილეგია საჩვენოდ გვინდა მუდამ; მოვალეობა, შეზღუდვა, ათასნაირი აკრძალვა დე, სხვას შეეხოს, სხვამ ზიდოს პასუხისგების გუდა! კანონი გვინდა ისეთი, მოგვერგოს მარჯვედ ნაწერი, სხვა გამოვიდეს მტყუანი, ჩვენ კი - მართალი ცამდის. ესაა ადამიანი, ადამიანი - ეს იყო და სულ ასეთია იქნება! გამყავს - სადამდეც გამდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი