საფეხსადგილო


#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნდს

საფეხსადგილო

სად ფსამს ტურისტი, მერამდენე წელიწადია, 
სადაც მეფენიც საკუთარი ფეხით დადიან?
 ვინმეს კაზინოს ტურნირების გახსნა სწადია?
ვა, წინანდალო!
ვა გელათო!
ვაი, დადიან!

ჩეჩმა, 
ტუალეტი, 
ფეხსადგილი,
საპირფარეშო, 
როდემდე გინდა,
შორ ბუჩქებში გაათარეშო
ტურისტი,  ტანჯო! 
არაფერზე არ დაიხარჯო?!

 მე რად მერჭობა მანდაური, 
მე რა მალექსებს?
გაჭირვებული დავეძებდით  
ოთახს ბიჭების
გოგოების, 
ან ,, სემი სექსებს”!

ვერ ვიჯერებდი სხვათა ნათქვამს,
ვიდრე ვნახავდი,  
გელიან გუნდად, 
ფული  კი უნდათ - 
- არ აქვთ ქაღალდი! 

 აი, პრობლემა!
 ეხარბებით რატომ  კაზინოს? 
ვის სურს   ერისათვის  ერთიანად მოახაზინოს?
რას ითხოვს  ერი?
 უჭერო და დღემდე მშიერი?
ერს ვინ დაეძებს?
ჩაიცინებს  ბერი ცბიერი?

ვერ იბარაქე, წელს რაცა ხარ,  ესა ხარ,  რთველო!
არის უჩეჩმო ლას ვეგასი - ეს საქართველო!

 რა გემართებათ, სწრაფ ფულს  ასე როგორ  მიებით!
უბორნიები გვინდა ბევრი, 
უბორნიებიიიი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი