გონივრული ეჭვი
ჩემი მხიარული რითმებიდან ნინო დარბაისელი გონივრული ეჭვი თურმე აბორიგენებს ჯეიმს კუკის შეჭმა აიძულა უეცრად გონივრულმა ეჭვმა. მივუყვები სველ ქუჩას, გონივრული ეჭვი მაქვს, წინ გუბეა იმდენი, წუხელ უნდა ეწვიმა. გულში ლახვრად, ნეტა, რამდი უნდა გვერჭო? არ გჭირდება გონება, გონივრულო ეჭვო. ნაყოფია ჭიანი, თუკი ხე ჭიანია, უგონო და უგულო - ყველა ეჭვიანია. ამ ლექსს ის დამიწუნებს, ვისაც ქუდი ეწვის, მყარი საფუძველი მაქვს გონივრული ეჭვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი