მერერა
ლექსები ნინო დარბაისელი მერერა (ანას - იუმორისტული) იცნობ ასეთ კაცს, სახელად “მერერას” რომ ეძახიან? გაიხდი თანამზრახველად - მუდამდღე გულგრილსახიანს? მერე რა! - ამბობს, რაც მოხდა, ხდება ან მერე მოხდება. შენ - გულით კვნესა აღმოგხდა?! ის - ცივად აროხროხდება. დილა გათენდა?! - მერე რა! დაღამდა?! - დიდი ამბავი! ვერ გამაკვირვებს მე ვერრა, გასარანდ-გაურანდავი. ბრძენია! იცის ყოველი, წინასწარ, ვიდრე ეტყვიან, შენ თანაგრძნობას მოელი? ყურიც არ შეუბერტყია. ქვეყნად არავის იცოდებს გოჯი არის თუ ადლია. თავისი მაინც იცოდეს “მერერამ”, - ეგეც მადლია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი