ხვარამზეული სალაღობო
#ლექსები ნინო დარბაისელი ხვარამზეული სალაღობო (იუმორისტული) თურმე სამუკათ ხვარამზე დარბაისელი ყოფილა. მინდოდაურად უხმობდნენ? აზრები სულ გაყოფილა? მეორე დარბაისელი თურმე ყოფილა ვაჟიკა! იმსისქე მაჯებ დაჰქონდა, დაურქმევიათ მაჯიკა, რომ ყოფილიყო რაჭველი, გამოვიდოდა რაჟიკა, ეპატაჟს თურმე რაჭაში რქმევია ეპატაჟიკა… რას ბოდავს, ვინ სიცხიანი, მაგისთვის ერთი მაჯიკა! ან მაცოდინა, “მკვლევარნი” ნიადე რამ გააჯიქა, ან ნინოს ენას დაედოს კარგი, მეგრული აჯიკა. ჩვენ რომ ჭკვიანი გვეგონა, ყოფილა ქაჯი - ქაჯიკა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი