ახალდარიანული (ექსპრომტი ბათუ დანელიას)
ახალდარიანული - - - (ექსპრომტი ბათუ დანელიას, სიტყვებისათვის ,ნინო, შენ ავდრის არ უნდა გეშინოდეს - "დარ"-ით იწყება შენი გვარი. ამიტომაა, სულ რომ იღიმი და მზეს ჰგავხარ”) პოეზიის მეფეო, დიდებულო რამზეს! ძლივს დავათრევ მოხუც ძვლებს, შემადარე რა - მზეს? დარ ტანიანს მოჰკითხე ანდა ჰკითხე დარიოსს, დარდებს დარი უშველის, გულით თუ ხარ მკვდარიო?... ბათუ, ტკბილო ძმობილო, ერთი სახრე მერგება, დავბერდი და არ ვიცი კომპლიმენტის შერგება! Batu Danelia
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი