ცოცხლად გადარჩენილი შეყვარებულნი
ნინო დარბაისელი ცოცხლად გადარჩენილი შეყვარებულნი (იუმორესკა) როცა ჯულიეტა - ჭაღარაა და რომეო - დარდით აღარაა, ეუბნება: - გახსოვს? ღამე როგორ გავატარეთ? გადავრჩით და ერთად ვინეტარეთ. რა სიბავშვე იყო! სასაცილო ის მუდარაც - “არ გამრიყო!” ერთიც ვნახოთ, ვინმე მართლა მომკვდარიყო! ან რა სუნი იდგა, შმორისა და ობის, რწყევით ლამის მოვკვდით, მსმელნი იმ ოხრობის! ჯულიეტა რომეოს: - ჩემი მზითვის თეთრეული, ნახე, როგორ გაცრეცილა და შანდლებიც დაბრეცილა, უნდა ვცადო, კარგად წმენდსო ათქვეფილი კვერცხის ცილა. ჯამ- ჭურჭელიც დაგვიკენტდა, უნდა გადავახარისხო, ვერ ვმოძრაობ ისე მარდად, ამხნისა და ამსისხო. - ჯულიეტ, აი, გიყურებ და მაინც კარგი ხარ! წამო, გინდა, გავიხსენოთ, თქვენებში ავიდეთ, შევანჯღრიოთ ძველი ლექი, აივანზე გადმოდექი, მე ქვემოდან - ისევ იმას გეტყვი?! რად უფრთხიან გარდამავალ ამ მომავალს, უცხოს, გამოცდებიანს, რომ ამბობენ, კარგად ვიცით, რაც არიო ქორწინება - სიყვარულის სამარე და ნაცარიო. ხედავ, როგორ ცდებიან?! აი, წყვილად წლების ლევა როგორია, ცეცხლს რომ გამოსცდებიან! ჯულიეტ, ის კაბა აღარა გაქვს? გადაიცვი რა, როგორ გიხდებოდა! - ეჰ, რომეო, რომეო, რაღა მოგითხრო მეო, რაღა დაგვრჩა სათრობი? - სავისკე - სარომეო! რაც წავიდა - წავიდა, დავდგე, ვიტირო მეო? - არ სჯობს, შვილთაშვილების ნახვას მოვესწრო მეო?! ავტორი: -ჩვენ აქ - ჩვენსას მივხედოთ და მოვუაროთ! სისასტიკე - ვიუაროთ! დაგვიბერდა მარიტაც და არ ელევა ამო შრომა, ცრემლმაც იცის ამოშრობა. გედია? - ააა, გედია?! კითხვა უცაბედია, - შენი ფეხი იქ მიგიყვანს, საცა შენი ბედია! გოგო - კარგად გაათხოვა, მოაშორა სხვების ხროვა, დაუწუნა განი, სიგრძე, შეძლებული შეხვდა სიძე, თან მშრომელი, არ მესიძვე! სახლი მოაოქროვა. ბიჭიც - კარგი გამოადგა, სულ თავისით - ფეხზე დადგა. იმათ ზრდაში თვით მარიტას ჭეშმარიტად შერჩა აღარ ძალი. ამ ბოლო დროს რაღაც, ჭაჭებს იტკიებს და ჯორისძუის ნახარშს ასმევს რძალი. დაფრჭვნილია თუკი ვარდი, იმის მოჭრას რა აზრი აქვს. დასცვივდება ფურცლები და დააცხრება ფერადს ქარი მწყრალი. ვარდი ვიდრე კოკორია, ვიდრე პირი გაუხსნია, იჭრება და შინ, ლარნაკში მერე დიდხანს მკვდარს ახარებს წყალი. სიბერესაც ახსოვს რაღაც, სიყვარული - - უსახელო ვნება. მკვდარი ცოცხლად შენახული, არასოდეს დააბეროს - - აი, რისთვის არის ხელოვნება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი