ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს
ნინო დარბაისელი ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს პოეზია - ბაძვააო, ბაძვააო, თან - მონური. ორგზის სცდება რეალობას პოეზიის მოყვარული: ჯერ ხომ ყოფა არის ბაძვა, პოეტს რჩება - ბაძვის - ბაძვა, (გურამიშვილს ეს რომ ეთქვა, იქნებოდა “შემოძაძვა”) პოეზია - დედააო სიცრუისა, ტყუილისა, ისტორიას - მართალ სიტყვას ვინც შეადრის, ცდება ისა. გავლენა კი ზნეობაზე აქვსო ძალზე არა საღი, (პოეტებო, რა ვქნათ აწი, ზეცის ვიმხოთ თავზე თაღი?) პოეზია - ფუჭიაო, სარგებელი არ მოაქვსო … (ეჰ, არ არჩევს უნიჭოსგან - ვინც სიტყვაში სიტყვას აქსოვს!) გვირღვევს წონასწორობასო პოეზია ჩვენ გრძნობათა, გვინდა მხოლოდ სიმღერები ყრმათა საბაძ გმირობათა… სჯობდა, წერას ამ არზათა, ჩემთვის ხიფათს - ეხიფათა, ისღა მრჩება, ვკითხო მათა, ვინც გონება ,,გამინათა”: რათა მერე, რათა, რათა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი