კრედო კრიტიკოსისა (ციკლიდან - ეპიგრამები და გამოცანები)


ნინო დარბაისელი

კრედო კრიტიკოსისა

მე - პოეტებზე - ვერიდები სიტყვებს აუგებს.
ლექსის კვლევაში  მითენდება და მიბინდდება.
არის ლექსები, ერთი წაკითხვით რომ ვერ  გაუგებ,
მაგრამ მეორედ წაკითხვაც რომ არ მოგინდება!

***
კარგ რითმაზე - ბრაზი მოსდის,
შედევრს ვქმნიო გაუდის!
რითმა ვისაც არ გამოსდის,
ურითმობა - გაუდის!

- - -
*ა. გაუდი - გენიალური ესპანელი არქიტექტორი

**
გამოგიცია ტომებად, ლექსებს აქა-იქ ჩავხედე.
ეგეთს ხო დღეში ასს დავწერ, თავი თუ გავითავხედე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი