პოეტური პარადოქსი და სხვ.
ნინო დარბაისელი პოეტური პარადოქსი დიდო პოეტო, შენ უწინ არავის არას ჰპარავდი, წლები გავიდა, ჩვენ თვალწინ თანდათან დაპატარავდი. ვერ ხვდები? არის პიარი, სისუსტე როგორ ჰკადრეო! მით მეტად ნათელი არის, რა მძლავრი იყო ადრეო. Semper ubi sub ubi * რომაელთა ყოფიდან აი, სიბრძნის მარცვალი! აფრთხილებდა ქალწულებს დედა, დედინაცვალი: “არაფერზე გაცვალო შენი ქვედა საცვალი!” - - - - •ამ ძველ რომაულ ანდაზაში ბგერწერული თამაშია, აგებული რითმაზე . “სემპერ უბი სუბ უბი!” - “ყველგან ყოველთვის საცვალი!” ზუსტი თარგმანია: ყოველთვის (semper), სად (ყველგან) (ubi), ქვეშ ( sub) ubi სად ( ერთად სუბუბი = ქვედა საცვალი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი