“არაფერზე გაცვალო შენი ქვედა საცვალი”
ნინო დარბაისელი “არაფერზე გაცვალო შენი ქვედა საცვალი”. (იუმორესკა) რომაული ანდაზით ვლაღობ მე, მონაცალი. “არაფერზე გაცვალო შენი ქვედა საცვალი”. გაფენილი არ დაგრჩეს ქარში ერთი მარც ცვალი, თორემ იფრენს ქარდაქარ შენი ქვედა საცვალი. მილიონიც რომ მოგცენ, გაგიუქმონ რაც ვალი გადევს, მაინც არ მისცე, მთავარია საცვალი! უხვად კიდეც მოგართვან ნაქურდალ -ნაძარცვალი, არ აიღო, გერჩიოს ერთი ქვედა საცვალი! მთავარია არ დათვრე, არ დაიწყო ბანცალი, სიჩქარეში არ დაგრჩეს სადმე ქვედა საცვალი! ტყედ დამდგარა ბოთლები, შენი გამონაცალი, ყველაფერი გაეცი, შეგრჩა ქვედა საცვალი? ყველას იტევს საწოლი, რა წყვილი და რა ცალი, არ დაუთმო არავის ოღონდ ქვედა საცვალი! მე ამდენი გარითმვით შევიქნები გლახადა, ჟიპიტაურს გადავკრავ, რამ გაასამნახადა. ტექსტს დაჰყურებს ფისუნა, რაკი დაინახა და შემაშველა ქართულიც, არა დასაძრახადა: “- ათმა კაცმა უსაცვლოს - საცვალი ვერ გახადა!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი