დილის ფრუნი
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან დილის ფრუნი უზმოზე - შავქლიავაო, ჩირო, სახელად ფრუნო, ბრმანო, ასეთი მიხილეთ, ყური მომაპყართ, ყრუნო! აღმოჩენა მაქვს ისეთი, რაის ჯორდანო ბრუნო: გათენებამდე ვიღვიძებ…. რამეზე რომ ვიზრუნო? არა! რომ გაღვიძებული დილამდე გავიტრუნო, ველოდო მაღვიძარის ხმას და ძილი შევიბრუნო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი